18 აგვისტო 2026,   22:58
ვრცლად
"არჩევნების მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენ მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ, როგორიც არის მამული, ენა, სარწმუნოება" - ცოტნე ჩიქვინიძე

თბილისის საკრებულოში მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ჩიქვინიძე "კურიერის" ეთერში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს. მისი თქმით, ყველა უნდა გაერთიანდეს ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ, როგორიც არის მამული, ენა, სარწმუნოება. 

"გარდა იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ თვითმმართველობის სამეურნეო საკითხებზე, არჩევნების მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენ მთელი ერი უნდა გავერთიანდეთ ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ, როგორიც არის მამული, ენა სარწმუნოება და მათ იმპლემენტაციას კანონებში ოჯახური ღირებულებების შესახებ და ქრისტიანული ღირებულებების შესახებ. ეს მნიშვნელობაც ექნება ამ არჩევნებს. აუცილებლად, ამომრჩევლებს მინდა ვთხოვო, რომ იაქტიურონ და ამ საკითხის ირგვლივ გავერთიანდეთ სრულიად სახელმწიფო და ეს იქნება ყველაფერთან ერთად, ამ არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა,“ - აცხადებს ცოტნე ჩიქვინიძე "რუსთავი 2-ის" ეთერში, "დღის სტუმარში" საუბრისას.

 

 

დღის ამბები