20 აგვისტო 2026,   22:20
ვრცლად
"ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს" - შალვა პაპუაშვილი

"ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. 

ამით შალვა პაპუაშვილი ეხმაურება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ "ეს აღარ არის საპროტესტო აქციები, ეს დანაშაულია, როდესაც ქვებს სამართალდამცველების მანქანებს ესვრიან".

"დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე, "ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს" სკანდირება ძალადობის მხარის არჩევაა" - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტში.

დღის ამბები