18 აგვისტო 2026,   19:41
ვრცლად
"არ მაინტერესებს, გედი ფოფხაძემ რა თქვა, ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირ ავტორიტეტს ეს პიროვნება" - პეტრე ცისკარიშვილი

გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც "კოალიცია ცვლილების" წევრმა "პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ მმართველი გუნდის არც ერთი წვერის განადგურებაზე გული არ დაწყდება, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ფოფხაძემ მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მიმართაც. ხელისუფლების ოპონენტები, გედევან ფოფოხაძის გაცხადებას ემიჯნებიან. 

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ გედევან ფოფხაძის განცხადება მისთვის საინტერესო არ არის.

"არ მაინტერესებს, გედი ფოფხაძემ რა თქვა. ჩემთვის არ წარმოადგენს არანაირ ავტორიტეტს ეს პიროვნება." - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.  

პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ 

"ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არც ერთი ადამიანის დაწვა არ გაუხარდება არასდროს. ჩვენ არ გაგვიხარდება სხვა ადამიანების უბედურება, მით უმეტეს მათი ტრაგიკულად სიცოცხლის დამთავრება. მე ვფიქრობ, რომ გერმანიის ელჩი ამ პოზიციას არ გაიზიარებს“ - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

დღის ამბები