ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ვალეს მცხოვრებლებს შეხვდა. ისაუბრეს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
კანდიდატმა მოისმინა არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.
"ქალაქ ვალეში გავმართეთ შეხვედრები - ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი. მოვისმინე ის საჭიროებები, რომელიც მოსახლეობას აქვს და დავპირდი რომ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ყველა გამოწვევას ერთად გავუმკლავდეთ,“ - აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.