06 აგვისტო 2026,   20:35
ვრცლად
ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო.

პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია:

ახალშობილის დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებული იყოს ქალაქი ფოთი;

ახალშობილის მშობლები განცხადების წარდგენამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. რეგისტრაციის წყვეტის შემთხვევაში, ისინი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოთხოვნა არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად მითითებულია ქალაქი ფოთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს:
(0493) 22 06 38.

პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

დღის ამბები