07 აგვისტო 2026,   08:39
ვრცლად
ბრალს, სავარაუდოდ, წარუდგენენ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, დანაშაულს არ აღიარებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და იყენებს დუმილის უფლებას - ნია იმნაძის ადვოკატი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი ღამით აიყვანეს. იმნაძის დაკავების კადრები მისმა ადვოკატმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. იმნაძე შეუძლოდ გახდა. ის ღამით კლინიკაში გადაიყვანეს, დღეს დილას კი სამედიინო დაწესებულებიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

"ბრალს, სავარაუდოდ, წარუდგენენ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დანაშაულს არ აღიარებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და იყენებს დუმილის უფლებას. დასჭირდა სამედიცინო მომსახურება და ახლაც სჭირდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ჩემი მოთხოვნიდან გამომდინარე", - აცხადებს ადვოკატი ქეთი ვარდანაშვილი.

დღის ამბები