12 ნოემბერი 2026,   17:38
ვრცლად
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას.

მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინა წაქაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებით გასვლის რაოდენობასა და გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვის გაუქმებას.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცემა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემდეგ, გამოცდის ჩატარების დადგენილი წესისა და განრიგის შესაბამისად, განმეორებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში.

დღის ამბები