12 ნოემბერი 2026,   16:41
ვრცლად
თორნიკე ჭეიშვილი მოპასუხე მხარეს: "ქართულ ოცნებას" ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პროქართული ამომრჩეველი ჰყავს, რაც მთავარი განსხვავებაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი ეს რეპლიკა „ლელოს“ წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ -„ქართულ ოცნებას“ თავის ელექტორატში პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველი ჰყავს“.


„წეღან საუბარი იყო მილიონ ასოცი ათას ამომრჩეველზე, რაც საარჩევნო შედეგებით არის დადასტურებული. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები