06 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა
 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა. 
 
მთავრობის მეთაური ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნო. 
 
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. 
 
"ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ბათუმის პორტისთვის სარეკორდო იქნება ტვირთბრუნვის კუთხით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფოთის პორტი. აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღის ამბები