მსოფლიო ბანკის "შავი ზღვის გალურჯების" "Bluening the Black Sea" (BBSEA) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც შავი ზღვის დაბინძურების მზარდ პრობლემებსა და მისი შემცირების გზებზე იყო ფოკუსირებული.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ნარჩენებისა და პლასტიკის მართვის ეროვნული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობა და მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები. ასევე განხილულ იქნა დრონებით ჩატარებული კვლევების მეთოდოლოგია და მიღებული შედეგები.
სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრს (RECC) შეხვედრის ორგანიზებისთვის. სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრის მოადგილემ ყურადღება ქვეყანაში პლასტიკის ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.