დღეს, "დინამო არენაზე" მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თურქეთთან მართავს. შეხვედრამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრები თბილისის ქუჩებში უკვე იკრიბებიან, აღმაშენებლის გამზირიდან დინამოს სტადიონის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს.