18 აგვისტო 2026,   23:59
ვრცლად
დინამიური მუსიკა და გადამდები ენერგია - Black Sea Arena-ს სცენაზე ავსტრალიური დუეტი Empire of the Sun ათასობით მელომანის წინაშე წარსდგა

ვიზუალური ექსტრავაგანზა, დინამიური მუსიკა და გადამდები ენერგია, რომელიც სცენიდან მაყურებელზე ვირუსულად ვრცელდება - ეს Empire of the Sun-ია - იმპერია, რომელიც არსებობას არასოდეს შეწყვეტს და ახალი სივრცეების დაპყრობას ისევ განაგრძობს. ამჯერად, Black Sea Arena-ს ფრონტ სთეიჯზე ავსტრალიური დუეტი ათასობით მელომანის წინაშე წარსდგა.

ბენდმა მუსიკალური საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში უნიკალური მუსიკალური იდენტობა შექმნა. მათ შემოქმედებაში სინთ პოპის, ელექტრონული მუსიკისა და ელექტრო როკის ელემენტებს თანაბარი სიხშირით ვხვდებით. თითოეული ახალი ალბომი მსმენელს ახალ მუსიკალურ გამოცდილებას უზიარებს.

"საქართველო მთავარ როლში, იქ სადაც მნიშვნელოვანი მუსიკალური გამოცდილება იქმნება" - ამ მთავარი სათქმელით Starring Georgia -მ 2025 წლის სეზონი დაასრულა. პროექტის ფარგლებში, სამი გრანდიოზული მუსიკალური ღონისძიება გაიმართა, მათ შორის განს ენ როუზისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტები იყო.

Starring Georgia-ს მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე დასწრების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვლი 

დღის ამბები