08 აგვისტო 2026,   13:47
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე მხარეებმა საკუთარ პოზიციებზე მედიასთან ისაუბრეს.

ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლებას, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს და ჩინეთის მოქალაქეებს თბილისში გახსნილი ჰქონდათ ჩინური მასაჟის სალონები, რეალურად კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდნენ, თანხებს კი ინაწილებდნენ.

 

დღის ამბები