18 აგვისტო 2026,   16:28
ვრცლად
"მამუკა არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, აქვს ძალიან კარგი ოჯახი და ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მინდა წარმატებები ვუსურვო" - კახა კალაძე

"მამუკა არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, აქვს ძალიან კარგი ოჯახი, არის ამ ქვეყნის პატრიოტი და იმ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რასაც უსაფრთხოების სამსახური ჰქვია, მინდა წარმატებები ვუსურვო", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.

"მამუკა წარმატებული ადამიანია - ის, წლების განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა, საქართველოს პარლამენტში გახლავთ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი. მამუკა არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, აქვს ძალიან კარგი ოჯახი, არის ამ ქვეყნის პატრიოტი და იმ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რასაც უსაფრთხოების სამსახური ჰქვია, მინდა წარმატებები ვუსურვო. ამ სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. მამუკა მდინარაძეს საგამოძიებო უწყებებში და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაა აქვს.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი სუს-ის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

დღის ამბები