გურჯაანის სოფელ ძირკოკში ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი "გრანდიოზული" გაიმართა. გამარჯვებულები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ტურნირში სულ 120 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები სპორტის მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააჯილდოვეს.