20 ივნისი 2026,   06:49
ვრცლად
შემდეგი ორი კვირის განმავლობაში გავარკვევთ, რომელი მიმართულებით წავა საქმე უკრაინის ომის მოგვარების კუთხით... ამის შემდეგ, მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, თუ რას ვიზამ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში გაირკვევა, "რომელი მიმართულებით წავა საქმე უკრაინის ომის მოგვარების კუთხით", რის შემდეგაც ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ამ ფოტოზე გამოსახულია კაცი [ჟურნალისტებს აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტთან ერთად გადაღებულ ფოტოს], სახელად ვლადიმერ პუტინი, რომელიც, ვფიქრობ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის მიხედვით ჩამოვა, თუ რა მოხდება მომდევნო დღეებში. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში გავარკვევთ, რომელი მიმართულებით წავა საქმე უკრაინის ომის მოგვარების კუთხით. ამის შემდეგ, მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, თუ რას ვიზამ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამავე პერიოდში გაირკვევა, რას გავაკეთებთ ომის გაგრძელების შემთხვევაში - იქნება ეს მასშტაბური სანქციები თუ მასშტაბური ტარიფები, შესაძლოა, ორივე ერთად. ან, შესაძლოა, ავირჩიოთ მიმართულება, სადაც ჩვენ არაფერს გავაკეთებთ და უბრალოდ, ვიტყვით - "ეს თქვენი ბრძოლაა", - აღნიშნა ტრამპმა.

დღის ამბები