20 ივნისი 2026,   02:36
ვრცლად
"არასდროს გვისაუბრია, რომ ესა თუ ის ტერიტორია უნდა დაგვეპყრო, არც ყირიმი, არც დონბასი, არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა მიზანი, ჩვენი მიზანი იყო რუსი ხალხის დაცვა" - ლავროვი

ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მთელი მსოფლიო ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. მსჯელობენ - სად და როდის შეიძლება გაიმართოს ორმხრივი მოლაპარაკება. მასპინძლობის მსურველი ქვეყანა ბევრია, მათ შორისაა შვეიცარია, თურქეთი, იაპონია, ბელარუსი და უნგრეთი. ახლა პრეზიდენტების პასუხს ელოდებიან. ვლადიმერ პუტინი ჯერ ისევ დუმს. რუსეთის პირველ პირს კომენტარი ჯერ არც ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე, არც ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე და არც ზელენსკისთან შეხვედრაზე გაუკეთებია კომენტარი.

"ჩვენ არ ვამბობთ უარს უკრაინის საკითხზე მუშაობის არც ერთ ფორმატზე, არც ორმხრივზე და არც სამმხრივზე. პრეზიდენტმა ეს არა ერთხელ განაცხადა. მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია იმაზე, რომ ესა თუ ის ტერიტორია უნდა დაგვეპყრო, არც ყირიმი, არც დონბასი, არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო რუსი ხალხის დაცვა, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მიწებზე, რომლებმაც აღმოაჩინა ეს მიწები და მათთვის სისხლს ღვრიდა", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

დღის ამბები