18 აგვისტო 2026,   16:08
ვრცლად
მარტივად არის საკითხი, ის კანონი არც ოჯახურ ღირებულებებს იცავს, და მეორე კანონი არ იცავს გამჭვირვალობას - ლევან სანიკიძე

ბრიუსელის ულტიმატუმი და თბილისის უცვლელი პოზიცია - დასავლეთის მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი მკაფიოა, ევროპულ გაერთიანებას საქართველო ტრადიციული ფასეულობებით უნდა შეუერთდეს. 

უნდა გაუქმდეს თუ არა ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონები , ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად - ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის მოთხოვნას ეთანხმება. მეორე ნაწილს კი კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

"ევროკავშირს აქვს კონკრეტული მოთხოვნები, როგორც სამართლებრივი, ტექნიკური და პოლიტიკური. მარტივად არის საკითხი - ის კანონი არც ოჯახურ ღირებულებებს არ იცავს, და მეორე კანონი არ იცავს გამჭვირვალობას. შესაბამისად, აბსოლუტურად სამართლიანია ის ტექნიკური მოთხოვნა, რომელსაც აყენებს დასავლეთი. მაგრამ, მთავარი მაინც პოლიტიკური მოთხოვნებია", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე.

 

დღის ამბები