20 ივნისი 2026,   16:51
ვრცლად
ტყის ხანძრებს ესპანეთში ერთი პირი ემსხვერპლა - დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ფერმები

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის გარეუბანში გაჩენილ ხანძარს, საჯინიბოში მომუშავე მამაკაცი ემსხვერპლა. რეგიონული ხელისუფლების ცნობით, ხანძარმა რამდენიმე სახლი და ფერმა მოიცვა, თუმცა სამშაბათისთვის მისი ლოკალიზება მოხერხდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. 

ტყის ხანძრების გამო, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ "წინასწარი საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა, ეროვნული სამსახურები კი მზადყოფნაში არიან ხანძრებთან საბრძოლველად. თითქმის 1 000 ჯარისკაცი უკვე ეხმარება მეხანძრეებს. 

ესპანეთის უდიდეს რეგიონში, კასტილიასა და ლეონში, სამშაბათს 32 ხანძარი მძვინვარებდა, რომელთა ჩაქრობაზეც 1200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა.

ხანძრის ხუთი კერა კლასიფიცირებული იყო, როგორც ახლომდებარე თემებისთვის პირდაპირი საფრთხის შემქმნელი. ლეონის პროვინციაში დაახლოებით 3 780 პირის ევაკუაცია მოხდა, ხოლო სამორას შვიდი ქალაქის 600-ზე მეტ მაცხოვრებელს ასევე სახლების დატოვება უბრძანეს.

დღის ამბები