აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ბექა ღვაჩლიანი და აფხაზეთის იუსტიციისა და სოციალური ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა.
აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს შაორის ახალგაზრდულმა ბანაკმა აფხაზეთის მთავრობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით უმასპინძლა.
გიორგი ჯინჭარაძე ბანაკის მონაწილეებს აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად შეხვდა და მათთან ერთად აქტივობებში პირადად ჩაერთო.
ხუთდღიანი პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ინტელექტუალურ განვითარებას.