შეერთებულ შტატებში "რაშა გეითის" საქმის წარმოება ეტაპებს გადის - დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ახლა უკვე სასამართლოშია, თავად ტულსი გაბარდი კი კიდევ ერთხელ საუბრობს არაფორმალური გავლენებისა და გამოძიების პროცესში შექმნილი ხელოვნური ბარიერების შესახებ.
შტატების დაზვერვის შეფის პარალელურად ე.წ. დიფ სთეითსა და არაფორმალურ გავლენებზე ისაუბრა შტატების პრეზიდენტის შვილმაც - ტრამპ ჯუნიორმა.
მმართველ გუნდში ისაუბრეს USAID-ზე და აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაცია "დიფ სთეითს" მფარველობს და აფინანსებს, და სწორედ ამიტომ გააუქმა და დახურა აშშ-მა.
"როდესაც ტრამპის შვილი ამბობს, ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ამას ამბობს, პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო, მისი პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ზოგადად სახელმწიფო, რომელმაც შექმნა USAID-ი, რომელიც აფინანსებს, მართავს და მფარველობს, თავად ამბობს ეს სახელმწიფო და მისი ლიდერები, რომ ეს არის "დიფ სთეითის" ერთ-ერთი მექანიზმი, რომ მისი გამოყენებით და საშუალებით ხდებოდა პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება და არასასურველი ხმების ჩახშობა. ამაში კითხვის ნიშანი არ არსებობს და ამის აგდებულად ქილიკი არის თემიდან გაქცევა.
ეს იყო ის ორგანიზაცია, სხვებთან ერთად, ის არ იყო ერთადერთი, რომლებიც პირიქით ახალისებდნენ კონფრონტაციას სახელმწიფოებს შორის და სწორედ ამიტომ, ეს ორგანიზაცია გააუქმა, დახურა აშშ-მა სხვა ფონდებთან ერთად“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.