18 აგვისტო 2026,   18:36
ვრცლად
"ხაზარაძისა და მისი პარტიის სახით, ჩვენ უკვე გვყავს საერთაშორისო სერტიფიცირებული თაღლითები" - ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ამ დრომდე დუმს "ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი"

"ხაზარაძის და მისი პარტიის სახით, ჩვენ უკვე გვყავს საერთაშორისო სერტიფიცირებული თაღლითები" - საერთაშორისო თაღლითებში პარლამენტის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გულისხმობს.

აქტუალურობას არ კარგავს თემა, ვისი მიზეზით ჩაიშალა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი?! კითხვას, საერთაშორისო დავის ფარგლებში, ბოლოს ვაშინგტონის არბიტრაჟმა უპასუხა და დაადგინა, რომ პროექტის ჩაშლა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების ბრალია. ამავე გადაწყვეტილებით, ანაკლიის კონსორციუმმა, საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ, 6.5 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს.

საერთაშორისო გადაწყვეტილებაზე ამ დრომდე დუმს "ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი", რომლის შემადგენლობაშიც შედის პარტია "ლელო". "ალდეს" ლიდერები მყისიერი კრიტიკით გამოირჩევიან სახელისუფლებო გუნდის მიმართ, როცა საქმე ხაზარაძე-ჯაფარიძის სხვა ეპიზოდებს ეხება, ამჯერად კი ალიანსი დუმს და ეს დუმილი აკვირვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი ამ საკითხზე დღეს უკვე აღარ საუბრობს, გუშინ კი პარტია უცხოელ პარტნიორებს გაემიჯნა და პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა მათ გადააბარა. სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ეს დავა უინტერესოა და მიუხედავად იმისა, რომ "ლელოს" ლიდერების კონსორციუმის ბრალეულობა, საქართველოს გარდა, კიდევ 2 ქვეყნის მართლმსაჯულებამ აღიარა, მაინც ამტკიცებენ, რომ პროექტს ხელი მთავრობამ შეუშალა.

მმართველი გუნდი გამორიცხავს, ხაზარაძე-ჯაფარიძემ ანაკლიის პროექტის საქმიდან საკუთარი გვარების დისტანცირება შეძლოს.

არბიტრაჟის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, პარტია "ლელოს" ლიდერების პოლიტიკურ რეპუტაციაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ამგვარად, ანაკლიის პროექტის ჩაშლის საქმეზე სამი ქვეყნის მართლმსაჯულების გადაწყვეტილა იდენტურია - ქართული სასამართლოს შემდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ჯერ პარიზის არბიტრაჟმა. მომჩივნები მაშინ ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა პირიქით, მათ დაეკისრათ; 4 დღის წინ კი ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაამტკიცა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პროექტის ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია, დაზარალდა სახელმწიფო და დაჯარიმდა ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმი.

დღის ამბები