თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა, ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. დადგინდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.
ამ საკითხთან დაკავშირებით "ლელო-ძლიერ საქართველოში" აცხადებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს ამ დავასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ და ეს იყო მათი ბიზნესპარტნიორის, ბობ მეიერის სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან.
"ქართული ოცნების" ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ წააგეს რამე არის ტყუილი, იმიტომ, რომ ეს იყო ბობ მეიერის დავა და არა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დავა. შეუძლებელია, რომ მესამე პირის დავა წააგოს ხაზარაძემ ფა ჯაფარიძემ. ვისი დავაც იყო, მას ეხებოდა წაგებაც და მოგებაც. ასევე, არავის არაფერი არ წაუგია, ისევე როგორ ბობ მეიერის შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის უფრო ადრეული არბიტრაჟის შემთხვევაშიც, არბიტრაჟმა იმსჯელა სხვა საკითხზე, კერძოდ, იყო თუ არა უფლებამოსილი ქართული სახელმწიფო შეეწყვიტა კონტრაქტი - ეს იყო ამ მსჯელობის საგანი.
სახელმწიფოს შესაძლო პოლიტიკური ჩართულობის შესახებ და ხელის შეშლის შესახებ, ამ არბიტრაჟს არ უმსჯელია. არავის არაფერი არ მოუგია და არავის არაფერი არ წაუგია", - აღნიშნა "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ.