18 აგვისტო 2026,   19:41
ვრცლად
მოცემულობაა, რომ თბილისში კახი კალაძეს რეალური კონკურენტი ვერ ეყოლება, უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში - გურამ მაჭარაშვილი

"მოცემულობაა უკვე ამ თვითმმართველობის არჩევნებში, რომ თბილისში კახი კალაძეს რეალური კონკურენტი ვერ ეყოლება, იმიტომ, რომ უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კანდიდატზე ჩამოყალიბდებიან ოპოზიციის წევრები.

რაც შეეხება ელისაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა გვარის პიროვნება არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. უბრალოდ მნიშვნელობა იმას ექნება, რაც უფრო მეტად გაშარჟებული და გაშიფრული აგენტი იქნება წარმოდგენილი "ნაცმოძრაობის" ფილიალების მხრიდან, მით უფრო მეტად დაინახავს ქართული საზოგადოება თუ, რატომ უნდა მისცეს ხმა იმ კანდიდატებს, ვისაც ასახელებს "ქართული ოცნება," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები