18 აგვისტო 2026,   19:35
ვრცლად
"ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, ის დაღმავლობის გზა, რაც ოპოზიციამ გაიარა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ვერანაირ აღმავლობას მათ ვერ მოუტანთ" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, ის დაღმავლობის გზა, რაც ოპოზიციამ გაიარა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერანაირ აღმავლობას მათ ვერ მოუტანთ," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატების საკითხს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას უსურვებს, რომ კანდიდატზე მალე ჩამოყალიბდეს.

"არ შეიძლება პარტიას 20 მერობის კანდიდატი ჰყავდეს. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ცარიელი ლაპარაკია და მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, ის დაღმავლობის გზა, რაც ოპოზიციამ გაიარა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვერანაირ აღმავლობას მათ ვერ მოუტანთ.

ვუსურვებ მათ კანდიდატს, რომ რომელიმე საბოლოო ჯამში შეირჩეს, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ღირსეულად აღიაროს დამარცხება ბოლოს," - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

დღის ამბები