19 ივნისი 2026,   07:17
ვრცლად
თუ დოკუმენტების უტილიზაციისთვის განკუთვნილი ტომრებით მტკიცებულებების მოშორებას ეცდებით და ამ მტკიცებულებებს FBI-ის საიდუმლო ოთახში დამალავთ, ეს ის ტაქტიკაა, რომელსაც Deep state-ის აქტორები იყენებენ - ტულსი გაბარდი

ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებით, Deep state-ის წარმომადგენლები FBI-ის მთავარ ოფისში იმ დოკუმენტების განადგურებას ცდილობდნენ, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ Russiagate-ის საქმეს ეხება. განცხადება ტულსი გაბარდმა ამერიკელ რადიოწამყვანთან ინტერვიუში გააკეთა.

"თუ დოკუმენტების უტილიზაციისთვის განკუთვნილი ტომრებით მტკიცებულებების მოშორებას ეცდებით, თანაც მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტების ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს და მტკიცებულებებს FBI-ის საიდუმლო ოთახში დამალავთ, აშკარა იქნება, რომ ეს ის ტაქტიკაა, რომელსაც Deep state-ის ბოროტი აქტორები იყენებენ.

კიდევ ერთი ტაქტიკა, ინფორმაციის უსაფუძვლოდ გასაიდუმლოებაა. როდესაც ამ დოკუმენტებს ვპოულობთ, ვამუშავებთ, კლასიფიკაციას ვახდენთ და ვასაჯაროებთ. უფრო და უფრო მეტს ვიგებთ იმაზე, თუ ვინ იყო რეალურად უშუალოდ საქმეში და ვინ შეიძლება ყოფილიყო იმ საიდუმლო ოთახში," - აღნიშნა ტულსი გაბარდმა.

დღის ამბები