20 ივნისი 2026,   17:20
ვრცლად
თვითმფრინავის ოკეანეში ჩავარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში კერძო თვითმფრინავის ოკეანეში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი Beech 95-B55 Baron-ი ოკეანეში შაბათს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე ჩავარდა.

Flight Radar-ის მონაცემების თანახმად, რეისი N8796R-ი სან-კარლოსის აეროპორტიდან 22:07 საათზე აფრინდა და მონტერეის რეგიონული აეროპორტისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავის ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, თვითმფრინავი წყალში სანაპიროდან დაახლოებით 200-300 მეტრის დაშორებით ჩავარდა.

დღის ამბები