20 ივნისი 2026,   17:10
ვრცლად
ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე 8 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე 8 რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. უკვე მეორე დღეა, ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები გრძელდება. ძალადობის პროვოცირებასა და ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

კამბოჯამ ტაილანდს ცეცხლი რაკეტებითა და არტილერიით გაუხსნა, ტაიალანდმა კი, F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებით, იერიში კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა.

დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაფართოების ფონზე, დასახლებულ ტერიტორიებს ტოვებენ ადგილობრივები.

დღის ამბები