20 ივნისი 2026,   10:18
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის სამიზნე ოდესა გახდა - უკრაინის საპასუხო იერიშების შედეგად კი, სოჭის მიმდებარედ ნავთობგადამამუშავებელი საწარმო იწვის

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის სამიზნე ოდესა გახდა. ღამით ოკუპანტმა ქალაქის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

ხანძარი გაჩნდა ოდესის ერთ-ერთი ცნობილო ბაზრის ტერიტორიაზე. დაზიანებულია ქალაქის ცენტრალური ისტორიული ნაწილი, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობას წარმოადგენს.

დარტყმა მიიტანეს რუსებმა ჩერკასზეც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 მოქალაქე, მათ შორის არის ბავშვიც.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. სოჭის მიმდებარედ ნავთობგადამამუშავებელი საწარმო იწვის. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ.

მიმდინარე ომს და უკრაინის მხარდაჭერის საკითხს დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაზე გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და NATO-ს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ევროპელი მოკავშირეები ამერიკისგან უკრაინისთვის იარაღს შეისყიდიან, გადაიხდიან შეიარაღების საფასურის 100%-ს.

დღის ამბები