26 აგვისტო 2026,   13:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ს და საქართველოს დღეს ჰყავს ერთი მტერი - Deep state, ახლა ჩვენს ხელშია, ეს მტერი დავამარცხოთ

Deep state, როგორც საქართველოსა და ამერიკის საერთო მტერი - ამ საკითხზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე შეეხო ტრამპის 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციასაც.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ისაუბრა, ასევე, შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალ ელჩსა და მოლოდინებზე.

"აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მოგვცა საუკეთესო ტესტი, როგორ ამოვიცნოთ Deep state-ის პროპაგანდისტი და სასარგებლო იდიოტი, ვინც კი ახსენებს რუსული, პრორუსული, არა რუსული – ეს არის ტესტი. ყველას გავახსენებ, სალომე ზურაბიშვილი თავის ინტერვიუში, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს, არჩევნების შემდეგ, როგორ ამბობდა ტრამპის არჩევნებზე ზუსტად ამ ნარატივს, რომელიც დღეს ამხილა აშშ-მა, რომ 2016 წლის არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა რუსეთის ჩარევით და საქართველოშიც შესაბამისად. ჟურნალისტმა მტკიცებულებების შესახებ რომ ჰკითხა, მტკიცებულებები საიდან უნდა მქონდეს, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტიაო. აი, ასე არის, მარტივი ტესტია, როგორც კი გაიგებთ რუსული, პრორუსული არა რუსული და ასე შემდეგ, ჩათვალეთ, ასპროცენტიანი გარანტიით ან არიან სასარგებლო იდიოტები Deep state-ის პროპაგანდის, ან პირდაპირ Deep state-ის დაქირავებული პროპაგანდისტები.

ამ დღეებში საქართველოს ელჩი თავის რწმუნებათა სიგელს გადასცემს ამერიკის პრეზიდენტს. ასე რომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ამით შესაძლებლობა იქნება, მოხდეს გადატვირთვა ამ ურთიერთობების. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ს და საქართველოს დღეს ჰყავს ერთი მტერი - Deep state. ვიცით Deep state-ის ანატომია, ვიცით მისი მეთოდებიც და ვიცით მისი მიზნებიც. ეს არის ორივე ქვეყნის საერთო მტერი და ახლა ჩვენს ხელშია, ეს მტერი დავამარცხოთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები