გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ერთ საათზე მეტია, უწყებაში იმყოფება თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, მას გამოკითხვის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მას საგამოძიებო უწყებაში შესვლებამდე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ხვალ პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას იბარებს. საბოტაჟის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ოფიციალური განმარტების თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლის საგანს წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედება.