როგორ მიმდინარეობს ყაზბეგში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე სოფელ ჯუთამდე მისასვლელი საავტომობილო გზების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მიმდინარე წლის აპრილიდან სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილას, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ამ ეტაპზე საინჟინრო კვლევები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით კი მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის აღდგენის პროცესში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები არიან ჩართული.
ხადას ხეობის სოფლების აღდგენა, ტურისტული ბილიკების შექმნა და შენობების რესტავრაცია - ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასახელებული ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანი ტურისტული და სატრანსპორტო ცენტრი გახდება ადგილი, სადაც ვიზიტორები ხეობის ღირსშესანიშნაობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ. აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი- კობის მაგისტრალის გზის მშენებლობაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი სივრცეების მოწყობა და განახლება ხეობას ტურისტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.