დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა - ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის თავდაცვის სისტემებმა ღამით ქვეყნის ცხრა რეგიონის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 19 მოსკოვის ოლქში.
მათივე ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონებიდან 16 დედაქალაქისკენ მიემართებოდა. დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ავტომობილს და საცხოვრებელ სახლს.