პოლონეთის 80-ზე მეტ ქალაქში იმიგრაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა.
დემონსტრანტები ლიეტუვასთან, უკრაინასთან, ბელარუსსა და სლოვაკეთთან საზღვრების ჩაკეტვას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯარისკაცებმა მაქსიმალური ზომები უნდა მიიღონ მათ მიმართ, ვინც საზღვრის უკანონოდ გადალახვას შეეცდება.
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში იმიგრაციის მომხრეთა აქციებიც გაიმართა.