18 აგვისტო 2026,   16:07
ვრცლად
საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეო-რგოლს ინდური გადამღები ჯგუფი ამზადებს

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეო რგოლს ინდური გადამღები ჯგუფი ამზადებს. მასალა საერთაშორისო პლატფორმებზე განთავსდება.

ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით 7 კაციანი ჯგუფი თბილისსა და რეგიონებს ეწვევა.

"მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მივიღე. ამინდი, ხალხი, ქართული სამზარეულო - ყველაფერი იდეალურია. გულწრფელად რომ გითხრათ, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ როგორი შესანიშნავი ქვეყანაა საქართველო და ახლა ერთი სული მაქვს, აქ ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვიმოგზაურო. საქართველო მართლაც მშვენიერია", - განაცხადა ჯგუფის წევრმა სალონი სეჰრამ.

 

დღის ამბები