21 ივნისი 2026,   22:21
ვრცლად
სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს

უკრაინაში ომი გრძელდება. სამხედრო მოქმედებების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს აღარ დაბლოკავს, თუმცა, სანქციების დაწესებისგან ჯერ თავს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები.

დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად 50 დღიან ვადას, უკრაინის პრეზიდენტი დროისა და ადამიანების სიცოცხლის ფუჭად კარგვად აფასებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინი ტრამპს ატყუებს. აქვე, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს შტატებთან "მეგა შეთანხმებაზე", რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი - უკრაინულ დრონებს, ხოლო კიევი ამერიკულ შეიარაღებას შეიძენს.

კიევს შორ მანძილზე მოქმედ იარაღს ჰპირდება ბერლინი, ინფორმაცია უკვე დაადასტურა გერმანიის კანცლერმა.

დღის ამბები