26 აგვისტო 2026,   16:09
ვრცლად
დუბროვნიკის ფორუმის მეორე დღე - მაკა ბოჭორიშვილი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს პანელური დისკუსიის დროს მიმართავს

დუბროვნიკის ფორუმის მეორე დღე - გლობალური გამოწვევები და ხიდი, რომელმაც აზია ევროპასთან უნდა დააკავშიროს.

ხორვატიაში სპეციალური მიწვევით იმყოფება საქართველოს პირველი დიპლომატი. მაკა ბოჭორიშვილი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს პანელური დისკუსიის დროს მიმართავს. მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გადაჭრის და მასთან გამკლავების საქართველოსეული ხედვა არის ის მთავარი გზავნილი, რაც მაკა ბოჭორიშვილს დუბროვნიკის ფორუმზე ექნება.

მანამდე ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევროპის საკითხებში, ასევე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

აუდიენცია შედგა ეუთოს ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისართან.

დღის ამბები