18 აგვისტო 2026,   15:55
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა ტრანსპორტის სფეროში არსებული და სამომავლო პროექტები განიხილეს

საქართველო და აზერბაიჯანი ეკონომიკურ თანამშრომლობას აძლიერებენ. ბაქოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის შეხვედრა გაიმართა.

მარიამ ქვრივიშვილმა და რაშად ნაბიევმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში არსებული და სამომავლო პროექტები, მათ შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყება და "შუა დერეფნის" განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.

დღის ამბები