18 აგვისტო 2026,   15:55
ვრცლად
"ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, არ მოიწვიოს ოფისი დამკვირვებლად ადგილობრივ არჩევნებზე" - ეუთო/ოდირის განცხადება

ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, არ მოიწვიოს ოფისი დამკვირვებლად ადგილობრივ არჩევნებზე - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც წერია, რომ ეს არის გადახვევა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს თანმიმდევრული პრაქტიკიდან.

ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად მიმართავს მოწვევის თხოვნით.

"ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული პრაქტიკიდან.

ეუთო/ოდირი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ყველასთვის ადამიანის უფლებების გაძლიერებას", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები