20 ივნისი 2026,   15:57
ვრცლად
ტრამპი პუტინთან საუბრით უკმაყოფილოა - აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხზე  პროგრესს ვერ მიაღწია

ტრამპი პუტინთან საუბრით უკმაყოფილოა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტელეფონით ლაპარაკის დროს, უკრაინის საკითხზე ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია.

საუბარი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მხარეებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად განიხილეს ირანის საკითხიც.

კრემლის განცხადებით კი, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი შედგა, რაზეც პუტინმა თქვა, რომ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას ელოდება.

დღის ამბები