20 ივნისი 2026,   17:20
ვრცლად
უკონტროლო ტყის ხანძრის გამო, კუნძულ კრეტადან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრები კვლავ უკონტროლოა, რის გამოც კუნძულიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძარი, რომელიც ქარიშხალმა გააძლიერა, ოთხშაბათს, შუადღისას, იერაპეტრას მუნიციპალიტეტის მახლობლად, უსწორმასწორო ტყიან ტერიტორიაზე გაჩნდა.

ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და საფრთხეს უქმნის სახლებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ბენზინგასამართ სადგურს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ცნობით, ხანძრის ფრონტი ამჟამად მინიმუმ 6 კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც მის ლოკალიზებას სულ უფრო ართულებს. სქელი კვამლი უფრო ფართო ტერიტორიას ფარავს, რის გამოც ხილვადობა ზოგან თითქმის ნულამდეა შემცირებული.

დღის ამბები