26 აგვისტო 2026,   17:50
ვრცლად
"კურსი გასასწორებელი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ოპოზიციური ძალების მიერ აღიარებულ და არჩეულ კურსს ღალატობენ" - ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციურ განხეთქილებაზე

3 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და ისევ დაპირისპირება ოპოზიციაში. მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს ავრცელებს - "ოპოზიციური პარტიების რიგმა წარმომადგენლებმა, სამიზნედ "ლელო" გაიხადეს - მტერი და მოწინააღმდეგე, მგონი, ცნობილია ყველასთვის და ფოკუსი მათზე უნდა გასწორდეს", - წერს ხაზარაძე.

კრიტიკულია "ნაციონალური მოძრაობაც". როგორც პარტიის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ოპოზიციური ძალების მიერ აღიარებული და არჩეულ კურსს ღალატობენ, კურსი გასასწორებელი აქვთ.

"კურსი გასასწორებელი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ოპოზიციური ძალების მიერ აღიარებულ და არჩეულ კურსს ღალატობენ. პოლიტიკური პატიმრობა არ გახლავთ იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის. როდესაც პოლიტიკური ძალა ბრძოლიდან გამოდის, ის მიიღებს შესაბამის რეაქციას და პასუხს, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთო ბრძოლას და პროტესტს უღალატებენ, ძალიან ცდებიან", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნები დაპირისპირების მიზეზი გახდა გიორგი გახარიას გუნდშიც. ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი და პარტია "საქართველოსთვის" გზები გაიყო და ის რომელიმე ოპოზიციური პარტიის არჩევნებში მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგია.

"მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა. ამ პირობებში არავის აქვს უფლება კომფორტის ზონაში დარჩეს. თუ სისტემა არ ჩამოიშლება, არც ერთ პოლიტიკურ ქმედებას, მათ შორის ფსევდო არჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი", - აცხადებს ხოკრიშვილი.

დღის ამბები