21 ივნისი 2026,   14:25
ვრცლად
გარეგინ მეორე თუ ნიკოლ ფაშინიანი - ეკლესია პრემიერის, პრემიერი კი პატრიარქის გადადგომას ითხოვს

გარეგინ მეორე თუ ნიკოლ ფაშინიანი? მეზობელ სომხეთში დაძაბულობა პიკს აღწევს, ხალხი ქუჩაშია. ეკლესია პრემიერის, პრემიერი კი პატრიარქის გადადგომას ითხოვს. საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე პოლიტიკურ კრიზისში იზრდება.

საპროტესტო გამოსვლებს სათავეში სამღვდელოება უდგას. მთავრობა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს სახელმწიფოს გადატრიალებაში ადანაშაულებს.

დაკავებულ სასულიერო პირთა რიცხვი იზრდება. სპეცოპერაციების შედეგად მღვდლების სახლებიდან და ეკლესიებიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები. საპატრიარქო მიმდინარე პროცესს დევნად აფასებს.

დღის ამბები