20 ივნისი 2026,   17:12
ვრცლად
ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები გადაჰყავდა მდინარეში გადავარდა - შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა

დიდ ბრიტანეთში, ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები გადაჰყავდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია. მსუბუქი ტრავმები კიდევ 15-მა ადამიანმა მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ავტობუსი მდინარეში ჰემფშირის შტატის ქალაქ ისტლიში, ბიშოპსტოკის გზაზე გადავარდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ის სტუდენტების გადარჩენაში მონაწილეობდა და ავტობუსის მძღოლმა უთხრა, რომ მუხრუჭები არ მუშაობდა.

დღის ამბები