ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეომიმართვაში, რომელიც ოპერაცია “აღმავალი ლომის” შეჯამებას ეხებოდა, განაცხადა: "ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას."
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისტორიული მოვლენა - აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმები ისრაელის მხარდასაჭერად - იმ დიპლომატიური კამპანიის ნაყოფია, რომელსაც ის მინისტრ რონ დერმერთან ერთად ხელმძღვანელობდა.
"ისრაელს არ ჰყოლია ტრამპზე უკეთესი მეგობარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის" - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააფრთხილა ირანი:
"თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ირანში, შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი მცდელობა. ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი".