აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მასში 30-ზე მეტმა დროებით დევნილმა მეწარმე ქალმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მიზანი, დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებაა.