20 ივნისი 2026,   17:11
ვრცლად
15 წლის ბიჭს მეხმა დაარტყა და გადარჩა - შემთხვევა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში მოხდა

აშშ-ში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, 15 წლის ბიჭს მეხმა დაარტყა და გადარჩა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ბიჭის განცხადებით, "მას ძალიან გაუმართლა, რომ მეხის დაცემის შემდეგ გადარჩა".

15 წლის იასინ ხალიფა მეგობრებთან ერთად, ცენტრალურ პარკში იმყოფებოდა, როდესაც ჭექა-ქუხილი დაიწყო.

მან მედიას განუცხადა, რომ ქარიშხლის დასრულებამდე მათ პარკში დარჩენა გადაწყვიტეს. ის ხეს ეყრდნობოდა, როდესაც მეხი ხეს დაეცა და მან გონება დაკარგა. შემთხვევის შემდეგ მისმა მეგობრებმა 911-ში დარეკეს და მაშველები გამოიძახეს.

დღის ამბები