20 ივნისი 2026,   17:14
ვრცლად
აშშ-ში ქუჩაში მოსიარულე ალიგატორი იპოვეს - კადრები მედიაში ვრცელდება

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ქუჩაში მოსიარულე ალიგატორი იპოვეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს BBC ავრცელებს.

რამდენიმე მეტრის სიგრძის რეპტილია ერთ-ერთ მოტელთან, ორშაბათს დილით, გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

პოლიციამ დაადგინა, რომ ალიგატორის მფლობელს, ის ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინის ზოოპარკში გადაჰქონდა, რა დროსაც რეპტილიამ გაქცევა შეძლო.

ოფიციალური პირების ცნობით, ვირჯინიის კანონმდებლობის გამო, რომელიც ზოგიერთი არაენდემური, ეგზოტიკური ცხოველის ფლობას კრძალავს, ალიგატორი და მისი მფლობელი შტატიდან გააძევეს.

დღის ამბები