ისრაელსა და ირანს შორის ვითარების ესკალაციას რომის პაპი, ლეო XIV გამოეხმაურა. მან მხარეებს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ მოუწოდა.
"ირანსა და ისრაელში არსებული ვითარება სერიოზულად გაუარესდა, ასეთ დელიკატურ მომენტში, თავს ვალდებულად ვგრძნობ, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მხარეებს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. უფრო უსაფრთხო, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობა უნდა გაგრძელდეს პატივისცემითა და გულწრფელი დიალოგის გზით.
სამართლიანობაზე, ძმობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობის ასაშენებლად, აუცილებელია, არავინ არასდროს წავიდეს სხვისი არსებობის წინააღმდეგ. ყველა ქვეყნის ვალია, მხარი დაუჭიროს მშვიდობას, ეძებოს შერიგების გზები, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის," - განაცხადა რომის პაპმა.