21 ივნისი 2026,   08:15
ვრცლად
"საკმარისია ესკალაცია, შეჩერების დროა" - ანტონიუ გუტიერეში ისრაელ-ირანის დაპირისპირებას ეხმაურება

ევროკომისიის პრეზიდენტი ისრაელსა და ირანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება, სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ევროკომისიის პრეზიდენტი მხარეებს დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ირანსა და ისრაელს შეჩერებისკენ მოუწოდებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეშიც.

"ისრაელის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა, ირანის სარაკეტო დარტყმები თელ-ავივში. საკმარისია ესკალაცია, შეჩერების დროა. მშვიდობამ და დიპლომატიამ უნდა გაიმარჯვოს", – წერს გუტიერეში სოციალურ ქსელში.

დღის ამბები